www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:44 21.09.2016
ბიძინა ივანიშვილი „ჰეროკრატიაზე“ - პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა - ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი
პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილმ „ჰეროკრატიის“ შეფასებისას განუცხადა. 

ივანიშვილის თქმით, ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელი იყო ძალიან სპეციალური, შეიძლება მსგავსი საქართველოს და ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის შეფასებით, „რუსთავი 2“- ს და „ტაბულას“ არ აწყობს ამ ფილმის რეიტინგი და ისინი უთანაგრძნობენ ხელისუფლებას, რომელმაც ფილმში ასახული დანაშაულებები ჩაიდინა. 

„პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან ექსპრემიერი ფიქრობს, რომ ასეთივე შთაბეჭდილებას ფილმი უცხოელებზე ვერ მოახდენს.

„მე არა მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რამეთუ ჩვენ ძალიან იოლად გავიგიავდით ფილმის გმირებში. კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები იქნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1761
EUR3.5366
GBP3.9161
RUB4.5026
თბილისი 15°-27°
ქუთაისი 13°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia