www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:14 22.09.2016
ხელისუფლება სამართლიანობის აღსადგენად დაპირებულ კომისიას არ ქმნის - სასამართლო ყოფილ მაღალჩინოსნებს ამართლებს

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ზოგადი ფრაზა გვხვდება: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“

2012 წელს საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ წინასააჩევნო პროგრამაში გვპირდებოდა - „შეიქმნება იურისტებისა და ეკონომისტებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილ ვითარებას და მისი გამოსწორების გზებს, ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული „ელიტარული კორუფციის“ მასშტაბებსა და მექანიზმებს და დასახავს მისი აღმოფხვრის გზებს.

ჩვენი მიზანი არ არის შურისძიება – ჩვენი მიზანია სამართლიანი წესრიგის დამყარება. ჩვენ გავათავისუფლებთ სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისაგან.

ყველა თანამდებობის პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ რესურსების სრული მობილიზებით, რათა აღვადგინოთ სამართალი იქ, სადაც ეს შესაძლებელია, და არ დავუშვათ ახალი უსამართლობა მომავალში“.

კომისია არ შექმნილა - ყველა თანამდებობის პირმა, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, პასუხი არ აგო. ქართული ოცნების და ყოფილი კოალიციის ყველა ლიდერი აღიარებს, რომ დაპირება ვერ შესრულდა - სამართლიანობა აღდგენილი არ არის:

პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას აქვს რესურსი და გარწმუნებთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ბევრი დაისაჯა. მე მგონი ოქროს კვეთი აქ ვნახეთ…

ქონებრივს რაც შეეხება, აქ კითხვები კიდევ არის და გრძელდება. ძალიან ბევრს წართმეული ქონება ჰქონდა და დაბრუნებას საჭიროებს, კიდევ გასაგრძელებელია. სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, დასჯას იმ ხალხისა, ვინც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, ნახეთ აბა – პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი დევნაშია და გაქცეულია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია და ძალიან ბერი კიდევ“…

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა- „სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა ამ პრობლემის სესტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს. მართალია, ჩვენ არ შევქმენით სისტემა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია. სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს"  "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება.

სპეციალური კომისია, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით“. 

ახალ პროგრამაში დაზარალებულ ბიზნესმენებს სამართლიანობის აღდგენას კონსტიტუციის ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ჰპირდება. თუმცა, წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლებების აღდგენა და დანაშაულში ბრალდებული პირების დასჯის დაპირება კვლავ ძალაშია.

დღეს, 4 წლის თავზე,  ადამიანები, რომელთაც ბიზნესი და ქონება უკანონოდ წაართვეს, აცხადებენ, რომ მათთვის სამართლიანობა არ აღდგენილა. სამართლიანობის აღდგენის  და უკანონოდ წართმეული ქონების მოთხოვნით შეტანილი უამრავი საქმე პროკურატურაში დღემდე თაროზეა შემოდებული.  პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები კი ხშირ შემთხვევაში იმდენად სუსტია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, რომელთა მხრიდან ბიზნესის იძულებით წართმევაზე ათეულობით და ასეულობით ბიზნესმენი საუბრობს, გამამართლებელი განაჩენები დგება.

მაგალითისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომლის წინააღმდეგაც არაერთ ბიზნესმენს აქვს ჩვენება მიცემული. თუმცა, ქართულ მართლმსაჯულებას მის მიმართ ძირითადად გამამართლებელი განაჩენები გამოაქვს.

მმართველი პარტიის ახალ პროგრამაში წერია: „პროკურატურამ აწარმოა გამოძიება 191 სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო 81 ყოფილი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, 38 შემთხვევაში კანონიერ მფლობელებს 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების წართმეული ქონება დაუბრუნდათ. გამოძიება გრძელდება 324 საქმეზე“.

4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მხოლოდ 15 მილიონის ღირებულების ქონების დაბრუნება შესძლო, როდესაც მხოლოდ 1 საქმეზე დავით კეზერაშვილს მეწარმეები და ბიზნესმენები 10 მილიონამდე ლარის გამოძალვას ედავებიან - 2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N084281212802 საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიებამ მოკვლება დაასრულა და დაადგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენები აიძულეს ახალციხის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეეძინათ. ბიზნესმენთა უმრავლესობა გამოძალვაში და მუქარაში თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ადანაშაულებს.

პროკურატურის გამოძიების მასალებში ნათლად ჩანს - ბიზნესმენებმა უძრავ ქონებაში, რომლის რეალური ფასი 161 000 ლარი იყო, ზეწოლის და მუქარის შემდეგ 9 632 000 ლარი გადაიხადეს. გაირკვა, რომ ბიზმნესმენების ნაწილი ქონების შესყიდვის და გადაფორმების დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. ბევრმა მათგანმა შესყიდული ქონება არც კი გაიფორმა, ნაწილმა კი შეძენილი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნა. სახეზეა თანამდებობრივი დანაშაული - ფაქტები მოკვლეულია და მომჩივანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, თუმცა უშედეგოდ... სასამართლომ ამ საქმეში დანაშაულის კვალს ვერ მიაგნო და დავით კეზერაშვილი რამდენჯერმე გაამართლა.

 

(რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia