www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:38 26.09.2016
”ნაციონალური მოძრაობა” - კრიმინალურ პოლიციას ჩვენი ხუთი აქტივისტი წუხელ სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული
”ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, კრიმინალურ პოლიციას მათი ხუთი აქტივისტი წუხელ სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული. 

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტმა გიორგი ჭელიძემ განაცხადა, ისინი წინასაარჩევნო პლაკატების კედელზე გაკვრას ცდილობდნენ. მისივე ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე დააკავეს, სამი საათის განმავლობაში 9 მანქანის გარემოცვაში პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და 50 მეტრზე გადაადგილების უფლებაც კი არ ჰქონდათ.

შემთხვევა ცაიშის ქუჩაზე, 36 ნომერთან მოხდა, სადაც ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სხვა პარტიის პლაკატებიც არის გაკრული. 

”როდესაც დავიწყეთ მუშაობა, გადმოვიღეთ ჩვენი მასალა, მოვიდა პოლიცია, გვითხრეს, რომ იყო გეგმური გადამოწმება. რა თქმა უნდა, არ გავუწიეთ წინააღმდეგობა, ყველა ინფორმაცია ჩაიწერეს. დაგვემშვიდობნენ, წავიდნენ. გავაგრძელეთ საქმის გაკეთება. ჩვენი მანქანა იქნა გაჩერებული. გვითხრეს, რომ გადაადგილება შეგვეზღუდა, არ გვქონდა გადაადგილების უფლება, რადგან ვარღვევდით კანონს, თუმცა ზუსტი ახსნა-განმარტება ვერ მოგვცეს, რას ვარღვევდით. დაგვაკავეს და გვითხრეს რომ არ ვიყავით დაკავებულები, ვიყავით შეჩერებულები, მაგრამ 50 მეტრზე გადაადგილებაც კი აგვიკრძალა პოლიციის თანამშორმელმა. ზუსტად ვერ აგვიხსნეს ვინ იყვნენ, რას ვარღვევდით, გვითხრეს, რომ უნდა მოსულიყო მერიის ზედამხედველობის სამსახური და ისინი აგვიხსნიდნენ ყველაფერს. ჩვენ ვიყავით შეკავებულები, გარშემორტყმული 9 მანქანით, ჩუღურეთის რაიონის პოლიციის მთელი მესამე განყოფილება მობილიზებული იყო”, - აღნიშნა გიორგი ჭელიძემ.

მისივე თქმით, აქტივისტებმა მათ ხელმძღვანელობას ადგილზე მისვლა სთხოვეს და ”დანარჩენი შემდეგ გაირკვა”. ჭელიძის ინფორმაციით, მოვლენები 50 ლარიანი ოქმის გამოწერით დასრულდა. 

”ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დაღელაშვილი მომხდარს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დევნას, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და აქტივისტების დაშინების მცდელობას უკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia