www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:37 26.09.2016
გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე სამი თემის: ოყურეთის, ზუბისა და ჩქუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

ოყურეშის, ოფიტარას, ზუბის, ისუნდერის, მახურას, ცქუმის და ქულბაქის სოფლების მოსახლეობასთან გოჩა ენუქიძემ რეგიონში მიმდინარე პროგრამებისა და ინიციატივების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებეული ყურადღება დაუთმო მევენახეობის განვითარების საკითხებს და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობებს. „შეიქმნება სამუშაო ადგილები, ცაგერის მუნიციპალიტეტში სახელგანთქმული უსახელოურის ჯიშის ვაზის აღორძინება იწყება. ამ მიზნით, იქმნება მევენახეთა გაერთიანება და მსხვილი ინვესტიციები უკვე მოძიებულია. გავაფართოებთ აგროდაზღვევის პროგრამას, შიდა და გარებაზრების ათვისებით, ხელს შევუწყობთ მიღებული მოსავლის ხელსაყრელ ფასად რეალიზაციას. ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ქსელის განვითარებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“,-განაცხადა მან. კანდიდატმა ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზეც ისაუბრა. „ცაგერის მუნიციპალიტეტში იგეგმება უმნიშვნელოვანესი კულტურული ობიექტის, „მწვანე თეატრის“ სრული რეაბილიტაცია, რაზეც 500 000 ლარი დაიხარჯება. დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის. აშენდება პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8781
EUR3.2002
GBP3.7556
RUB4.6888
თბილისი -3°-3°
ქუთაისი 1°-11°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia