www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:36 27.09.2016
„სოციალური პარტნიორობა“ არჩილ ჯაფარიძის დასახმარებლად!

არჩილ ჯაფარიძე საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“  ბენეფიციარია.

ცოტახნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა – დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ  არაფერია ამქვეყნად სამუდამო.

არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა... ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში  6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად მუყაოს ქაღალდია დაფენილი, საბნის მაგივრობას, კი ძველი პლედი უწევს.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ფართში არჩილი ქირას იხდის 70 ლარს თვეში, რაც მისი პენსიის ნახევარია!

ბოლო დროს, ბატონი არჩილის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. მას ტროფიკული წყლული განუვითარდა, კიდურები დაუსივდა, ჭრილობებიდან ჩირქი სდის... არჩილს საშინელი ტკივილები აწუხებს, და თავის პატარა ოთახშიც კი დიდი სიძნელით გადაადგილდება. სამკურნალოდ თანხა სულ არ აქვს. სოციალურ სასადილოთიც ვერ სარგებლობს.

არჩილის დასახმარებლად ფონდ „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.

თქვენი უმნიშვნელო დახმარება და მცირეოდენი ყურადღება ამ მარტოხელა ადამიანს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება  აღმოუჩინოთ ბატონ არჩილს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: არჩილ ჯაფარიძე)  ან პირდაპირ საიტიდან  https://fsp.ge/ge/donate/153/

თქვენს გარდა მას არავის იმედი აღარ აქვს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1761
EUR3.5366
GBP3.9161
RUB4.5026
თბილისი 15°-29°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia