www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:37 03.10.2016
ნიკა გვარამია - მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერი ჩემი გაკეთებულია, მაგრამ მე არ გამომიქვეყნებია
”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია. 

ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერი თავად მას არ გამოუქვეყნებია.

მისივე შეფასებით, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან - კიბერდანაშაულთან, კერძოდ კი მის კომპიუტერში ან ქსელში შეღწევასთან. 

”ფარული ჩანაწერები პირველი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ტიპის გამოყენებული მასალა პირველია. ეთერში მინდა განვაცხადო შემდეგი: ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემს მიერ, არა ტელეფონით. ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომელიც ამ ჩანაწერში ხდებოდა, დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა იყო პიკი ჩვენი საქმის განხილვის. კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც იხილებოდა ჩემი საქმე. მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ორ მოადგილეს (ზაალ უდუმაშვილი, დუდუ კურდღელია) ვესაუბრე ამ საკითხზე, ღირდა თუ არა შეხვედრა. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და რჩევად მივიღე შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რათა პროვოკაცია აგვერიდებინა ან თუ რაიმე იქნებოდა მნიშვნელოვანი თქმული, გამოგვეყენებინა მტკიცებულად. პრობლემა არის იმდენად, რომ ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, თუმცა რაღაც პერიოდში ჩემს კომპიუტერსა და ჩვენს ქსელში იყო დაცული. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, კომპიუტერულ ქსელში შეღწევასთან”, - განაცხადა გვარამიამ. 

გვარამიამ მომხდარ ფაქტში ხელისუფლება დაადანაშაულა და ორ სავარაუდო ვერსიაზე ისაუბრა.

”ძალიან პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ. როგორც ჩანს, ორი ვარიანტია - შეღწევა ხდება გარედან ან შიგნით ჰყავს სუს-ს წარმომადგენელი, რომელსაც გააქვს მასალები. რამდენიმე კვირის წინ ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტაც გატეხეს და გამოაქვეყნეს”, - აღნიშნა გვარამიამ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.1172
EUR3.4626
GBP3.8613
RUB4.4772
თბილისი 15°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia