www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:20 04.10.2016
რომან გოცირიძე - "ლარი არასტაბილურია და არსებობს მისი შემდგომი გაუფასურების რისკი"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, ლარი არასტაბილურია და მისი გაუფასურების შანსები კვლავ არსებობს. 

ამის მიზეზად ეკონომისტი სუსტ ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკას მიიჩნევს.

გამოსავალს კი გოცირიძე ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებებში ხედავს.

"დამაფიქრებელია ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მასშტაბური ინტერვენციები. უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 100 მილიონი დოლარი, რითაც, მათივე განცხადებით, გაანეიტრალა წინასაარჩევნო მოლოდინები და აიცილა თავიდან ლარის გაუფასურება. 

აღნიშნული ფაქტი აღძრავს ეჭვს, ხომ არ ახდენს საქართველოს მთავრობა ზეწოლას ეროვნულ ბანკზე, რათა არჩევნებამდე, რეზერვების შემცირების ხარჯზე შექმნას სტაბილურობის ილუზია და ამით მიიჩქმალოს რეალურად არსებული რისკები, რომლებმაც კურსის ხელოვნურად მანიპულირების შედეგად უფრო მკვეთრად იჩინოს თავი მომავალში. ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა, დეფიციტის ძველი ნაშთებიდან დაფინანსება, ექსპორტის კლება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის კიდევ უფრო მატება არის შექმნილი მპრობლემის მთავარი მიზეზი და იგი ვერ გადაიჭრება ქვეყნის ისედავ მწირი უცხოური რეზერვების მანიპულირებით. 

ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა ტრადიციულად წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება ერთ0ერთ მადესტაბილიზებელ ფაქტორად. რაც შეეხება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულებას: -ხარჯების გეგმის შესრულებას დააკლდა 298 მილიონი ლარი ( გეგმა-7,630, შესრულება-7,332), -შემოსავლების გეგმა 142 მილიონი ლარი( გეგმა-7,151, შესრულება 7,293). კვლავ ჩამორჩენაა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხების ათვისებაში-53 მილიონი ლარით. -ხარჯების ნაწილი კვლავ დაფინანსებულია ჭინა წლის ნაშთებიდან, 181 მილიონი ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოთქმული ქმნის რისკებს წლის ბოლო კვარტალში როგორც ლარის სტაბილურობის ასევე ფასების ზრდის თვალსაზრისით."-ამბობს გოცირიძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0719
EUR3.6021
GBP4.0008
RUB4.1678
თბილისი 17°-27°
ქუთაისი 17°-30°
ბათუმი 21°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia