www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:43 04.10.2016
ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. 

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას. 

”არჩევნები ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმშვიდისკენ და შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება, აქედან 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას. საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთოს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-21°
ქუთაისი 9°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia