www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:41 05.10.2016
გივი თარგამაძე - ჩემი მეუღლის ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრით აუდიოჩანაწერები გადაიგზავნა
30 რიცხვში ჩემი მეუღლის ტელეფონზე რაღაც ჩინური ნომრით გადაიგზავნა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც თითქოსდა ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ჩემი სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”არჩევანში” ჩართვისას განაცხადა.

”ბუნებრივია, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და მასში არავისთვის მონაწილეობის მიღების დაშვებას არ ვაპირებთ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით ამ ადამიანების ბინძურ გონებაში მოფიქრებული თამაშის წესებში რამენაირ ჩართვაზე, უბრალოდ დავაიგნორეთ ეს ყველაფერი. თუმცა დღეს ამ ფაქტის მერე, ამასაც საჯაროს გავხდი. ზოგადად, მთელი ეს პერიოდი შორიდან შეთვლა-შემოთვლის ფორმატში... ვიცით, ხომ ვინ არის ეს ვიზავი და ვინც იგონებს ამ ყველაფერს, უფრო სწორად, იგონებს ივანიშვილი, მაგრამ ვინც ახორციელებს ყოველგვარ ასეთ ძალადობრივ აქტებს, თუ იმ სიბინძურეების გავრცელებას, რაც ვრცელდება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მე ”ანტრიკოტას” ვეძახი და ის ამაზე ბრაზდება, რატომღაც, თუმცა ეს არ არის ჩემი შერქმეული მეტსახელი. როდესაც ის პოლიციაში მუშაობამდე მხოლოდ და მხოლოდ ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, იქ შეარქვეს მას ეს სახელი. როგორც ჩანს, კომპეტენცია ხორცის მაღაზიისაა. ხორცის გამყიდველებს ჩემი პატივისცემა, არაფერს ვერჩი, მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ ამ ექსპერიენსით გადადის პოლიციაში და შემდეგ ხდება ყველაზე მთავარი ფიგურა, რომელსაც ფეხქვეშ ჰყავს გათელილი მისი მინისტრიც კი, უნიათო, ბატუტზე მხტომელი... ვგულისხმობ სუს-ის ფორმალურ მინისტრს, გომელაურს, ის არაფერს წარმოადგენს სუს-ში. სუს-ში მხოლოდ და მხოლოდ ბატონი გოგაშვილი არის ფიგურა და პირდაპირ უჩა მამაცაშვილიდან კონტაქტობს უზენაეს მათ ბინძურ ღვთაებასთან. სწორედ ასე ხორციელდება ყველაფერი. ივანიშვილი იგონებს ამას თავის ბინძურ ტვინში, ახორციელებს გოგაშვილი. ბოლო პერიოდში, მგონი, კალაძეც კი ჩაწია გვერდზე, თუმცა ისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველგვარი ამ ძალადობის. სხვა ადამიანებზე ვერც მექნება ეჭვი, ბუნებრივია გამოძიება ჩატარდება”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0624
EUR3.4593
GBP3.8617
RUB4.3016
თბილისი 19°-29°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 22°-26°
მთავარი