www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:24 05.10.2016
შს მინისტრის მოადგილე - აფეთქების ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე უფრო ნათელი წარმოდგენა ექსპერტიზის პასუხების შემდეგ იქნება. 

როგორხ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

”გუშინ ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საკმაოდ გვიანობამდე მუშაობდნენ. ამოღებულია საგამოძიებო ჯგუფების მიერ ყველა ვიდეოჩანაწერი შემთხვევის ადგილზე. ასევე მიმდინარეობს გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, ასევე პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ჩერდებოდა ბატონი გივის ავვტომობილი და არსებული კამერების სრულად გაანალიზება. ამ მიმართულებით მუშაობენ ჩვენი გამომძიებლები. მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერ მოგახსენებთ გამოძიებასთან მიმართებაში, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კვალიფიკაცია იგივეა“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

გუშინ, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia