www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:37 05.10.2016
ჩოჩელი - 62,5, ხუნდაძე - 21- ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები მცხეთის საარჩევნო ოლქიდან

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა" და "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის მიზანი ამომრჩევლის  კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატებისადმი დამოკიდებულების კვლევა იყო. 

კვლევა, საპარლამენტო არჩევნების წინ, საზოგადოების განწყობის შესასწავლად და დასკვნების გასაკეთებლად უმნიშვნელოვანეს სურათს გვაძლევს.

ბოლო სოციოლოგიურმა კვლევამ მცირეოდენი განსხვავება აჩვენა წინა კვლევასთან შედარებით. მაგალითად, გაზრდილია დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის რეიტინგი.

სოციოლოგიური გამოკითხვა 19 სექტემბერს, შემდეგ სოფლებში ჩატარდა: ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, წილკანი, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, პატარა ქანდა, ზედა/ქვედა წეროვანი, გოროვანი, ქსანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი, ლისი, მცხეთა...

სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებმა, მცხეთის რაიონის სხვადასხვა სოფლებში სემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1600 (ათას ექვსასი) პირი გამოკითხეს.

ამჯერადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი კითხვა: "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად?“

გამოკითხული ამომრჩევლების ხმები ასე გადანაწილდა.

გამოკითხულთა 62,5 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს,

"ქართული ოცნების" კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 21, პროცენტი გეგმავს,

გამოკითხული მოსახლეობის 6, პროცენტმა ფავორიტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა,

"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 3, პროცენტი აძლევს ხმას,

ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს კონსტანტინე მორგოშია 2,1პროცენტი.

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 1.4-მა პროცენტმა,

ამომრჩეველთა 4  პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა რეიტინგია და ცხადია, შესაძლოა, ამ შედეგებისგან განსხვავებული იყოს პარტიების რეიტინგი, რომელიც ამჯერად ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia