www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:32 07.10.2016
„ქართული ოცნების“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი - ფატი ხალვაში, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ნუკრი ბეჟანიძე, ილია ვერძაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ხვიჩა შარაშიძე, დავით გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნენ ანანიძე, დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე და ნატალია ზოიძე.

 მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნეს. შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საპატიო ბათუმელები ესწრებოდნენ.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალ ინვესტიციებზე.

 „არაჩვეულებრივი მუხტია, არაჩვეულებრივი განწყობაა. ჩვენ ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. გამარჯვებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ პროექტზე, თუ რა კეთდება ბათუმში, ახალ ინვესტიციებზე ჩვენს ქალაქში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, რომელსაც ორი დღის წინ ჩაეყარა საფუძველი. ასევე, სტადიონზე, რომელიც აუცილებლად ექნება ქალაქს სულ მალე. დღეს მართლაც არაჩვეულებრვი შეხვედრა იყო. ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი. დღეს ჩვენ გავაცანით მათ მომავალი 4 წლის გეგმები. ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ წარმატებებს",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

(რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 20°-36°
ქუთაისი 23°-41°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia