www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:00 10.10.2016
ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" დაიწყო

აჭარაში ანიმაციური ფილმების მე–8 საერთაშორისო ფესტივალმა „თოფუზი“ 10 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში  აიღო სტარტი და 15 ოქტომბრამდე ქობულეთს, ხელვაჩაურსა და ბათუმს მოიცავს.

დღეს, ფესტივალის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ მასტერკლასს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.

„მისასალმებელია, რომ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო აქტივობები. ქართულ მულტიპლიკაციას დიდი ტრადიცია აქვს და აუცილებელია, თანამედროვე ეროვნული ანიმაციის მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით,ქართული ანიმაცია გაძლიერდება, როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ.

საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის,  საბავშვოფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი,  ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი,ფესტივალ “ექო თოფუზის” ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი.

ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში.     ფესტივალისგამარჯვებულებს ტრადიციულად გამოავლენს საერთაშორისო  და  საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიცგამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.

გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონმრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის:

13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები - „ანიმაცია - ურთიერთობისმხატვრული ფორმა“;

13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში  - მასტერკლასები - „შეხვედრა ავტორებთან“;  

14 ოქტომბერი სასტუმრო „ჰილტონი " - თოქ-შოუ “წარმოება ანიმაციურ კინოში”;

14 ოქტომბერი, სასტუმრო „ ჰილტონი“ -სემინარი „ქართული ანიამციის პერსპექტივები“;

15 ოქტომბერი, სასტუმრო „პლაზა“ -    ფილმების პროექტების პრეზენტაცია (Pitch).

მე–8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ „ანიმაციის განვითარების ფონდის“, კულტურული ცენტრ„პერსონაჟის“ ორგანიზებითა და   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-27°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia