www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:19 12.10.2016
"ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს"
ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციის აზრი, - ამის შესახებ გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის პარტია გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს. 

„შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-20°
ქუთაისი 10°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia