www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:31 15.10.2016
ცეზარ ჩოჩელი თუ დიმიტრი ხუნდაძე - იხილეთ პასუხი...
ვინ მეტად გვჭირდება ჩვენ?
ნონა სეხნიაშვილი

ცეზარ ცოჩელი - ჯამში დასაქმებული ჰყავს 10 ათასამდე ადამიანი...

დიმიტრი ხაუნდაძე - დასაქმებული ჰყავს ოჯახის წევრები...

პირველისთვის მცხეთის მაჟორიტარობა არის შესაძლებლობა დაეხმაროს ქალაქს, სოფელს, ხალხს...

მეორესთვის მცხეთის მაჟორიტარობა არის შანსი დაეხმაროს საკუთარ თავს...

ცხადია, მალე მეორე ტურიც დაინიშნება და მცხეთის საარჩევნო ოლქის  გონიერი ამომრჩეველი გადაწყვეტს ვის მისცეს ხმა და ვინ უნდა გახდეს მაჟორიტარი დეპუტატი.

თუმცა, მანამდე, მოდით დავსვათ კითხვა: ვინ უფრო მიიტანს ჩვენს გასაჭირს გულთან - ჩოჩელი, რომელიც მთელი ცხოვრებაა ხალხს ხელს უმართავს თუ ხუნდაძე, რომელიც ჩვენი პრობლემების მოგვარების ნაცვლად ცილისწამებით არის დაკავებული?

ვინ მეტად გვჭირდება ჩვენ: მცხეთელებს, მუხრანელებს, წილკნელებს, გალავნელებს, საგურამოელებს, ბიწმენდელებს, გოროვანელებს, ნიჩბისელებს, ჩარდახელებს, ნავდარაანთკარელებს, ლისელებს, მსხალდიდელებს, ქსოვრისელებს, ცხვარიჭამიანელებს, ერედელებს, შანკევანელებს, ქანდელებს, ქსანელებს, ციხისძირელებს, ვაზიანელებს, მისაქციელელებს, ნატახტარელებს, ძალისელებს, ძეგველებს, ნავაზელებს, ბევრეთელებს, ფრეზეთელებს... - ცეზარ ჩოჩელი, რომლის უკან ათასობით შექმნილი სამუშაო ადგილი, აშენებული ქარხნები, მონასტრები და ათეულობით გადარჩენილი სიცოცხლე დგას თუ დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც ზურგს სააფთიაქო ნარკომანიის ლანდი, ნეპოტიზმი და დემაგოგია უმაგრებს?

ვინ სურს პარლამენტში თავის წარმომადგენლად მცხეთასა და მის მშვენიერ სოფლებში მცხოვრებ პენსიონერს, პედაგოგს, გლეხს, ოსტატს, სტუდენტს, მეწარმეს, დევნილს - ჩოჩელი, რომლის სიტყვა ბეჭედდასმული ხელშეკრულებაა თუ ხუნდაძე, რომლის დაპირებას ჩალის ფასი აქვს?

რა თქმა უნდა, კითხვა კონკრეტულ პასუხს მოითხოვს და მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ და 8 ოქტომბერს ხმა ქართულ ოცნებას მივეცი, მეორე ტურში, სწორედ ამ პასუხის მიხედვით ვაპირებ გადავწყვიტო ის, თუ ვის დავუჭერ მხარს, რათა ჩვენ, ყველამ ერთად შევძლოთ და დავძლიოთ გზების, წყლის, დასაქმების, გაზიფიცირებისა და უძრაობის მწვავე პრობლემა, რომელიც ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი საკუთარ თავზე მაფიქრალი წარმომადგენლის გულგრილობით იყო გამოწვეული.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7756
EUR3.1001
GBP3.5153
RUB4.3239
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 17°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia