www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:56 19.10.2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეს-რელიზს აქვეყნებს, რომელშიც განმარტება კეთდება რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 

პრეს-რელიზში, რომელიც სასამართლოს ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს დიდი პალატის პანელმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა, საქმე - „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დიდმა პალატამ განიხილოს, რომელიც 17 მოსამართლისგან შედგება.

საუბარია ივანე მერაბიშვილის განცხადებაზე, რომ მისი დაპატიმრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდასუსტებას ისახავდა მიზნად, მისი დევნა კი წინასწარი პატიმრობის დროსაც არ შეჩერებულა.

"ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მის მოსაწყვეტად გამოიყენა, რასაც შედეგად მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესუსტება მოჰყვა, გარდა ამისა მან ვეღარ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე. შემდგომში ის აცხადებს, რომ ზეწოლა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც.

"2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით ის ციხის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად წაიყვანეს. ისინი დაემუქრნენ და მოსთხოვეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერის - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ. შემდგომში ის აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე - 2013 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე შეატყობინა და მოითხოვა გამოეკვლიათ ციხის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალა, მის ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური და საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. ბოლოს ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაა აღძრული,"- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9633
EUR3.2697
GBP3.7957
RUB4.6355
თბილისი 3°-18°
ქუთაისი 9°-23°
ბათუმი 13°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia