www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:07 20.10.2016
დავით სონღულაშვილი - აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის

19 ოქტომბერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ამ საქმეში პროფკავშირების როლის გაზრდა იყო.

პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს. ეს გამოიხატება, როგორც ზეგანაკვეთის ანაზღაურებაში, ასევე კუთვნილი შვებულების გამოყენების შეზღუდვაში. ასევე დამსაქმებლები ვერ უზრუნველყოფენ დასაქმებულთა უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური სამუშაოს დროს. მათი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა დაბალი ანაზღაურებაც.

შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს დასაქმებულთა ინტერესების დაცვას. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.

„ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. დღეს პედაგოგების საქმიანობა დაუფასებელია და კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვაანი რეფორმების განხორციელება დააანონსა. ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,“- აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.

(რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 18°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia