www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:28 21.10.2016
ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი ამავე მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„მოგეხსენებათ, მიღებული მაღალი პროცენტისა და დიდი სხვაობის მიუხედავად, მაჟორიტარულ სისტემაში დაწესებული 50%-იანი ბარიერის გამო მეორე ტურში მონაწილეობა გვიწევს. პირველ ტურში მიღებული დიდი უპირატესობა გვაძლევს მყარ საფუძველს, განვაცხადოთ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დღეს ჩვენს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს და ამით იწყება ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, რამეთუ მე მაინტერესებს პრობლემების შესახებ, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, მოვისმინო თქვენგან - ნეიტრალური და მუნუციპალიტეტების ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანებისგან,“ - მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპუტატობის კანდიდატმა.

„ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის “ დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა და „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს.

დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, თვითმმართველობის დონეზე, თუმცა ზოგჯერ უყურადღებობას აწყდება.

ამირან გიგინეიშვილმა კი გამოთქვა სურვილი, დეპუტატობის კანდიდატს გააცნოს გურიის ზღვისპირა სოფლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მისმა ორგანიზაციამ შეიმუშავა.

ნინო წილოსანმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, რაც აუცილებლად გამომადგება საპარლამენტო მუშაობისას - თქვენ, ფაქტობრივად, მაძლევთ გამზადებულ მოკვლევას, რომლისთვისაც მე საკმაო დრო დამჭირდებოდა,“  - აღნიშნა წილოსანმა.

პრობლემებზე ისაუბრეს გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბისა“ და ჩოხატაურის „შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის“ წარმომადგენლებმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ ლანჩხუთშიც დაფუძნდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებზე იზრუნებს.

(რეკლამა)

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia