www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:45 21.10.2016
მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა
73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან 2012-2016 წლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არც ერთხელ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს. ეს დეპუტატები არიან: ზაზა კედელაშვილი - დედოფლისწყარო, გიორგი ფეიქრიშვილი – გარდაბანი, რევაზ შავლოხაშვილი – წალკა, ენზელ მკოიანი – ნინოწმინდა, გოგი ლიპარტელიანი – ლენტეხი, ლევან ქარდავა – წალენჯიხა და როსტომ ხალვაში – ხელვაჩაური. ამ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს, რომელმაც საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩამოთვლილ დეპუტატებს არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ. პლენარულ სხდომებზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა 4 მაჟორიტარი დეპუტატი: ზურაბ ზვიადაური, კახა ბუცხრიკიძე, როლანდ ახალაია და თეიმურაზ ჩხაიძე. ორჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 6 დეპუტატმა: მარიკა ვერულაშვილმა, დავით ბეჟუაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით დარცმელიძემ, გურამ მისაბიშვილმა და სოსო დანელიამ, რომელიც პარლამენტის წევრი 2013 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა.

ყველაზე ხშირად პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს შემდეგმა დეპუტატებმა: ეკა ბესელია -436, ვახტანგ ხმალაძე – 392, ზაქარია ქუცნაშვილი - 361, ალექსანდრე ქანთარია – 257, დავით ონოფრიშვილი - 226 და შალვა შავგულიძე – 215.

სიტყვით გამოსვლის უფლებით ასზე მეტჯერ და 200-ზე ნაკლებჯერ ისარგებლა 6-მა დეპუტატმა: გიორიგ კახიანი – 139, თამარ კორძაია – 138, გედევან ფოფხაძე – 131, დიმიტრი ხუნდაძე – 125, გოდერძი ბუკია – 108 და ტარიელ ლონდარიძე – 100.

“საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს ჩვეულებრივად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, ამომრჩეველთა ინტერესების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასაჟღერებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%, ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა”, - ნათქვამია ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 1°-10°
ქუთაისი 8°-18°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia