www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:25 21.10.2016
დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

„დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დედოფლისწყაროში. ლევან იზორია ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia