www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:36 03.11.2016
"საშინაო და საგარეო ვალი 5 მლრდ ლარით გაიზარდა"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ ჭiაბერაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ კეთილდღეობის ნაცვლად, ქვეყანა გაღარიბებისკენ მიდის.

ჭიაბერაშვილმა არჩევნების წინ, ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ რეზერვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სებ-ი ლარს ხელოვნურად აჩერებდა, რითიც გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დაგვაყენა.

”საპარლამენტო არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას, რათა შეექმნა ილუზია, თითქოს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება შესაძლებელია. ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, არადა ეროვნულმა ბანკმა ივანიშვილის საამებლად სავალუტო რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 180 მილიონი ლარი გაფლანგა და გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დაგვაყენა. საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები,ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსა და იმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა; შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება. რას აკეთებს ამ დროს მთავრობა?არ აღიარებს პრობლემას, არ ცვლის საბიუჯეტო პოლიტიკას, იღებს ვალებს. აშკარაა, რომ ყველა რჩევის საპირისპიროდ, ივანშვილის მთავრობა ვერ ელევა გაბერილ ბიუროკრატიულ ხარჯს, უყაირათოდ ხარჯავს ბიუჯეტს და წარმოქმნილი დეფიციტის ჩაქრობას ვალების აღებით ცდილობს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი ეკონომიკის 42%-ია, ასეთი მაჩვენებელი კი საქართველოს 2003 წელს ჰქონდა.

”ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინაო და საგარეო ვალი 5 მლრდ ლარით გაიზარდა. “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და შესაბამისად, მოქმედებს ლარზე. იმავდროულად ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად, ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში. ეს აჩერებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ გავღარიბდით, ეს მკაფიოდ ჩანს, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში. დავედით 2011 წლის დონეზე. იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით: გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 20°-35°
ქუთაისი 21°-27°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia