www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:27 09.11.2016
პეტრო პოროშენკო - ვიმედოვნებ, მთავრობა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. 

როგორც პოროშენკომ სლოვენიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პოროშენკომ. 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში, მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა. 

„ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, - დასძინა პოროშენკომ. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წარდგენას დღეს განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ ორშაბათს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. 

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 1°-11°
ქუთაისი 4°-19°
ბათუმი 11°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia