www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:24 10.11.2016
"სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს" - ჯეჯელავა
განათლების მინისტრის თქმით, აუცილებლად შესაცვლელია სქემა, რომელიც მასწავლებელს აიძულებს თავისი დროის უმეტესი ნაწილი დოკუმენტაციის შევსებაზე დახარჯოს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ 2030-ის ეთერში ისაუბრა და აღმნიშნა, რომ მასწავლებელს ბავშვთან კარგ ურთიერთობაში ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს, რადგან იფიქრებს, რომ კარგი რომ იყოს, მას დედა ან მამა გამოიყენებდა. ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო. დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის გაკეთება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია.

არსებობს გამონათქვამი, რომ უნდა აღვზარდოთ არა შვილები, არამედ ჩვენი თავი და შვილები თვითონ დაგვემსგავსებიან. მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლუს - საგნის სწავლება. მასწავლებელს უნდა ვაცადოთ, ბავშვთან კარგ ურთიერთობაში იყოს და პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს. მე 12 000 პედაგოგს შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე. მათ ზედმიწევნით იციან, რა სჭირდებათ. ესაა ბავშვებთან სამუშაოდ მეტი დრო, მშობლების მხარდაჭერა, მეტი თავისუფლება, სადაც ამის შესაძლებლობაა, გაკვეთილზე ნაკლები ბავშვი და უცნაური, სულელური გადაწყვეტილებების გაუქმება სჭირდებათ, როცა სამი საგანი ერთად ისწავლება. სია უზარმაზარია, რომელიც ყოველი შეხვედრის დროს იხვეწება და ძალიან მცირე ვადაში, რამდენიმე თვეში მასწავლებელთა თვისობრივად განსხვავებული მოტივაცია გვექნება. ეს ხალხი სკოლაში ფულისთვის არ არის მოსული. ისინი გეუბნებიან, რომ თუ ნორმალურ ხელფასს გადავუხდით, კარგ პირობებს შევუქმნით და საყვარელ მოსწავლეებთან მივუშვებთ, მთებს გადაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ."- განაცხადა ჯეჯელავამ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 18°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia