www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:47 14.11.2016
„გოგონებს სასაფლაოზე ვაუპატიურებდი“ - ბექა შენგელიას სკანდალური აღიარება
primetimenews.ge

რიტუალური მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავები ეძებენ ბოლო ხანებში დაკარგული რამდენიმე ადამიანის კვალს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ისინი, ასევე, რიტუალური მკვლელობის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ, ისევე როგორც 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი, რომელიც 19 ოქტომბერს ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ ცხედარი დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს. დანაშაულის მთავარ ფიგურანტად 23 წლის ბექა შენგელია სახელდება. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის თანამონაწილე გახლდათ მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. დანარჩენ ორ ბრალდებულს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა, რასაც ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენებაც მოწმობს. იგი აღიარებს, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს.

ჩვენი ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილი შესაძლოა, სულაც არ იყოს პირველი მსხვერპლი. როგორც პროკურატურიდან ჩვენი წყარო გვიყვება, გამოძიება არკვევს ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე პირის შესახებ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, კავშირი ჰქონდათ ზემოხსენებულ ბრალდებულებთან.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ გადაცემა „სხვა რაკურსში“, რომელიც სატანისტურ რიტუალებს ეძღვნებოდა, ბექა შენგელიაც მონაწილეობდა და თავადვე ჰყვებოდა უჩვეულო ვითარებაში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, მათ შორის ასახელებდა დუშეთის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს. იგი გადაცემის წამყვანსა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ ამ ადამიანებს ორგანოების გაყიდვის მიზნით იტაცებდნენ. კრიმინალისტიკაში ჩახედულ ადამიანს, მის ამ განცხადებაში დღეს უკვე საკმაოდ ბევრი კითხვა გაუჩნდებოდა.

გარკვეული ეჭვები აქვს უფლებადამცველ გია ბურჯანაძესაც, რომელიც ბექა შენგელიას პირადად იცნობდა. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ სხვა მსხვერპლსაც მიაგნოს. მისი თქმით, ბექა შენგელიას მიერ გადაცემაში ნახსენები „გაუჩინარებული ადამიანები“, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მისივე მსხვერპლი გამხდარიყვნენ.

„უდავოა, რომ ეს ბავშვები საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობენ და ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები. თუ დააკვირდებით, რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ გადაცემაში ბექა შენგელიამ წამოსწია გაუჩინარებული ადამიანების თემა და ეს ყველაფერი ორგანოებით ვაჭრობას დაუკავშირა. თითქოს არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც ადამიანებს იტაცებს და ორგანოებს ყიდის. მე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეალურია თუ საქმე გვაქვს ერთგვარი ალიბის შექმნასთან. ანუ საკმაოდ საფუძვლიანია ვერსია, რომ თავად ეს ბავშვები იტაცებდნენ ამ ადამიანებს რიტუალური მკვლელობებისთვის, ხოლო მოგვიანებით, სატელევიზიო გადაცემაში საუბარი ორგანოებით ვაჭრობაზე ერთგვარად კვალის არევისკენ იყოს მიმართული. ცხადია, ამ ინფორმაციის გადამოწმება უნდა მოხდეს. ფაქტია და ამას არც ოფიციალური უწყებები არ უარყოფენ, რომ არაერთი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები და ვერც ცოცხალს მიაგნოთ ვინმემ და ვერც მკვდარს“, – ამბობს გია ბურჯანაძე.

მუშაობს თუ არა გამოძიება ადამიანების გაუჩინარებასა და რიტუალურ მკვლელობებს შორის შესაძლო კავშირის დასადგენად? ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს:

„გამოძიება ყველა ვერსიას ამუშავებს. თუ ძიების პროცესში გამოიკვეთება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ სხვა დანაშაულზე მიუთითებს, ცხადია, ამ მიმართულებით აქტიური ქმედებები გატარდება“.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას „პრაიმტაიმმა“ ლუბა ყოჩიაშვილის რიტუალური მკვლელობის დეტალებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რედაქციაში რამდენიმე პირმა მოგვწერა, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ ბრალდებული ბექა შენგელია ხშირად მიმართავდა სატანისტურ რიტუალებს და წარსულშიც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„თქვენ კიდევ ერთი რამე არ იცით და ამას მისი სატანისტი მეგობრები არც დაწერდნენ თავისთავად. მან გააუპატიურა მარიამის სახელის მქონე 5 გოგო. 3 წლის წინათ გადაცემაშიც იმყოფებოდა ნიღბით, სახეს მალავდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ბექა შენგელიაა… არ უარყოფდა გოგოების გაუპატიურებას, პირიქით, ამას სიამოვნებით ვაკეთებდიო… შეგიძლიათ „იმედშიც“ გადაამოწმოთ ეგ ფაქტი“.

„კატებს კლავდა, აუპატიურებდა გოგოებს სასაფლაოზე. გოგოს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა, სახელად მარიამი მაგ სატანამ დაარქვა. სულ 6 მარიამი სჭირდებოდა რიტუალისთვის“.

ჩვენ ამ ინფორმაციების გადამოწმება მართლაც ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ბექა შენგელია გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნამდვილად იხდიდა სასჯელს, თუმცა მან საპყრობილე ვადაზე ადრე დატოვა. როგორ მოახერხა ეს, ამაზე ოფიციალურ უწყებებში კომენტარი არ კეთდება.

ჩვენ სატელევიზიო არქივსაც გადავხედეთ და შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანონიმურობის დაცვით, ბექა შენგელია მართლაც აღიარებდა გოგონების გაუპატიურებასა და სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვემომოყვანილი ინტერვიუც ნამდვილად ბექა შენგელიას ეკუთვნის.

ადამიანი, რომელიც ინტერნეტში იცნობდა გოგოებს, სასაფლაოზე აუპატიურებდა და ატარებდა სატანისტურ რიტუალებს – ასე წარადგინეს ის პირველად სატელევიზიო ეთერში.

– რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ გზას დაადექით?

– ეს ყველაფერი ჩემი პირველი შეყვარებულის გავლენით დაიწყო. ჩვენ ვიყავით ერთ აზრზე, კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ზოგადად, მაგიით ვიყავით დაინტერესებულნი. იმისთვის, რომ საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს სფერო, შევისწავლეთ უამრავი ქვეკატეგორია.

– თქვენ გაიზარდეთ ქრისტიანულ გარემოში… რა იყო პირველი ბიძგი, რამაც ამის გაკეთება გაიძულათ?

– ირგვლივ ყველა მართლაც მორწმუნე იყო, ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანები. ჩემთვის სწორედ ეს იყო ბიძგი. ადამიანები, რომლებიც დოგმაში არიან მოქცეულნი და ბრმად აკეთებენ სამუშაოს, რისი საფუძველიც თვითონ არ იციან. იმისთვის, რომ მიიღონ თუნდაც საკვები, იწერენ პირჯვარს.

– გააზრებულად აკეთებდით ამ ყველაფერს?

– ეს იყო მიწიერი, ყოფიერი ცხოვრების მიმართ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა.

– ასაკში იყავით და შეცდით? გაუაზრებელი იყო?

– შემოქმედის მიმართ წაყენებული იქნა ულტიმატუმი. ანუ მე და ჩემი პირველი შეყვარებული მივედით არაფრამდე. კითხვაზე: საიდან მოვდივართ? – ბევრ რელიგიას აქვს საკუთარი წარმოდგენები, მაგრამ ამომწურავად ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ინდივიდის ინტერესებს. ამის გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ მატერია აღარ იყო საკმარისი, რომ ჩვენი თვალსაწიერი განგვევითარებინა.

– რას განიცდიდით და რა მოგიტანათ გოგონების სასაფლაოზე გაუპატიურებამ?

– მინდა აღვნიშნო, რომ ამ გოგონებს, ზოგადად, ამ ინდივიდებს შორის არასრულწლოვანი არც ერთი არ ყოფილა. ჯერ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობდი, რამდენად შეეფერებოდა ჩემს კრიტერიუმებს და ამის შემდეგ ვწყვეტდი… აუცილებელი დოგმა იყო, რომ მარიამი რქმეოდა სახელად. ეს ჯერ მე მჭირდებოდა და მერე მათ. ეს იყო ულტიმატუმის ფორმა – შემოქმედის ქმნილებებთან წამოვიწყე ომი, მის ქმნილებებს ვაყენებდი ტკივილს. მინდოდა, მიმეღო ახალი ტონი, ახალი ფერი. დღეს თითოეულ მათგანს ჩემ მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება. მათ თვალსაწიერში შევიტანე ის კომპონენტები, რაც მათ აკლდათ.

– რატომ 6 მარიამი?

– იმიტომ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო რელიგიურ დოგმატებთან დაკავშირებული. მინდოდა, შემექმნა ათი მცნების ანტიპოდი. ეს არის რიტუალის ფორმა.

– მე-6 მარიამის გაუპატიურების შემდეგ ციხეში მოხვდით?

– ეს მოხდა ჩემი დაშვებით. თითოეულ მათგანს ვუხსნიდი ვითარებას, რის შემდეგაც ისინი არ გამცემდნენ. ისინი არ მიჩიოდნენ. ბოლო მსხვერპლს ეს არ გავაცანი, აქტის შემდეგ მას აღარ გავესაუბრე და დაახლოებით ვიცოდი, რასაც გააკეთებდა. მან მიიღო მართლაც ზომები. ეს გავიგე საჯარო ბიბლიოთეკაში. ველოდებოდი, რომ მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ. ასეც მოხდა. ყველა მათგანთან კავშირს ჰქონდა რიტუალის ფორმა.

– ფსიქიატრთან როგორ მოხვდი?

– გამომძიებელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ფსიქიატრი მჭირდებოდა. ციხეში ცალკე საკანში ვიყავი. 4 წელი მომისაჯეს. წასვლის წინ რამდენიმე მეგობარს დავემშვიდობე 10 წლით. თუმცა შეურაცხადად მცნეს და 10-ის ნაცვლად 4 წელი მომისაჯეს. შემოდიოდნენ და ყოველდღე სასტიკად მისწორდებოდნენ. ეს მინდოდა კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia