www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:43 17.11.2016
უპრეცედენტო ფაქტი- ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას ნატოს არაწევრი ქვეყანა-საქართველო ატარებს
უპრეცედენტო ფაქტი- ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა საქართველო ატარებს. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელსაც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მასპინძლობს. 

პრემიერის თქმით, ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა დაპარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.

„ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატოს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ  ქართული მხარეხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკურიმისწრაფებების რეალიზების პროცესში. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.სწავლებაში 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის – თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო,რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულისამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები – უკრაინა და მაკედონია.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და საქართველოშიაკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს, სადაც სწავლება მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia