www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:27 17.11.2016
ტერაქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული - მე ტერორისტი არ ვარ
მე ტერორისტი არ ვარ, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულმა ჯაბა მელქაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

როგორც მელქაძემ აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალდებაში, რაც ტერორისტული აქტის ორგანიზებას მოიცავს თავს დამნაშავედ არ სცნობს.

7 ბრალდებულიდან თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მხოლოდ ერთი, ნური ჭკადუა ცნობს. თუმცა როგორც მან აღნიშნა, ის დანაშაულს მხოლოდ იარაღის ნაწილში აღიარებს. სხვა ბრალდებულები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და განხორციელების მცდელობას უარყოფენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს კი - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.3332
EUR3.8812
GBP4.2365
RUB4.2875
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 18°-32°
ბათუმი 21°-29°
მთავარი