www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:26 24.11.2016
"კულტურის მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული"
„პატრიოტთა ალიანსი“ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, ასევე გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან. 

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობას მოუსმენს და არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. თუმცა, ამ დროისთვის ფიქრობს, რომ სწორედ ამ მინისტრების გამო „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

ირმა ინაშვილის თქმით, სწორედ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული საყდრისის გამო, ასევე ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. 

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ მწვავე შეკითხვები მიხეილ გიორგაძესთან სწორედ საყდრისთან დაკავშირებით ექნება და ”ალიანსი” გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე მწვავედ ისაუბროს და ფაქტები დაასახელოს.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ინაშვილი მასთან ხე-ტყის მასობრივ გაჭრაზე გეგმავს მრავალი კითხვის დასმას.

პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრებს უსმენენ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8831
EUR3.2357
GBP3.5955
RUB4.5779
თბილისი 20°-31°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 21°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia