www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:09 24.11.2016
თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიას - როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

ახლა "ოცნების" მინისტრების კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ისევ „ნაციონალები“ ხართ, - ამის მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ელენე ხოშტარიას.

დეპუტატმა თეა წულუკიანის „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ეს საქმე არ აინტერესებს.

ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩარევაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ელენე ხოშტარიას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას დაატოვებინებდა..

„უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ეკა, ეს ხულიგნობის მხოლოდ დასაწყისია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გწყინთ ის, რომ ვეღარ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს დიდი ტკივილია თქვენთვის.  მე მესმის, რომ დღეს თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ იყოთ დაზაფრულები და ახლა "ოცნების" მინისტრების კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ ისევ "ნაციონალები" ხართ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, - განაცხადა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8718
EUR3.1127
GBP3.7402
RUB4.5228
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 4°-11°
ბათუმი 3°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia