www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:23 27.11.2016
მიხეილ სააკაშვილი - „ბარიგების“ ერთმა ჯგუფმა უკრაინა საკუთარ კანტორად აქცია
უკრაინაში, დედაქალაქ კიევის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა. სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ოლიგარქების გავლენაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერი მისი სიძულვილი შიშს უკავშირდება. 

„მადლობა, რომ ქუჩაში გამოხვედით, აქციის დისკრედიტაციის ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად. ხელისუფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და პარლამენტი ურცხვად იტყუებიან, როდესაც ყველას, ქუჩაში გამომსვლელებს, კრემლის აგენტობას აბრალებენ. მიმოიხედეთ, თქვენ რა, აქ უკრაინის მტრებს ხედავთ?! თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებისთვისაც მიმართულების შეცვლა შეუძლებელია. ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და არ დაემორჩილონ ტყუილს. ჩვენ აუცილებლად გავხდით უკრაინას დიდებულს, რადგან ის ამას იმსახურებს. 

შეხედეთ, მსხვილი „ბარიგების“ ერთმა ჯგუფმა როგორ აქცია უკრაინა საკუთარ კანტორად. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ისინი მეთოდურად ქურდავდნენ მთელ ქვეყანას, საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ყველა ტელეკომპანიას და ყიდულობდნენ მთელ პოლიტიკურ ელიტას. ისინი წყვეტენ, ვინ გახდება შემდეგი ლიდერი, ვინ მოიშორონ და ვინ გაანადგურონ. მათი მთავარი პრინციპია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისას შეინარჩუნონ გავლენა ხელისუფლებაზე. საბოლოო ჯამში მათ ჩვენი ქვეყანა ხელში უჭირავთ და ასე აპირებენ კიდეც გაგრძელებას, რადგან მათი ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას და იმის ნაცვლად, რომ ეს პოტენციალი ხალხს მოხმარდეს, მათ გამდიდრებას ემსახურება. თქვენ არ გეჩვენებათ, თუ ფიქრობთ რომ უკრაინა რომელიღაც მოჯადოებულ წრეში გაიჭედა, საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. 

ეს არის კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, ხალხის დაცინვის მოჯადოებული წრე და ის მართლა არსებობს. ეს „ბარიგების“ მცირე ჯგუფის საპარტნიორო წრეა, რომლებმაც უკრაინის პრივატიზება მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან მოახდინეს. აი, რა ჭაობში გაიჭედა უკრაინა. დროა, ხალხმა ხმა აიმაღლოს. თქვას, რომ ქვეყანა მათი შეხედულებისამებრ უნდა განვითარდეს, ხელისუფლება კი სწორედ ხალხის წინაშე აგებს პასუხს და არა ოლიგარქების წინაშე. დროა ბედის ბორბალი უკუღმა დავატრიალოთ. ახლა მათ ოჯახებში მივა ცუდი ამბები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ, მათ შორის მეც, მოვალთ პოლიტიკაში. არ მიკვირს, რომ მათ ვძულვარ და ჩემი ქვეყნიდან გაძევების გეგმებს სახავენ. მათი სიძულვილის მთავარი მიზეზი შიშია, რომ ჩემს მოსყიდვას ვერ ახერხებენ“, -განაცხადა სააკაშვილმა. მან უნდობლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც გამოუცხადა. 

„უკანასკნელი ზამთარი ამ რადას“, - ეს მიმდინარე აქციის მთავარი ლოზუნგია. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2746
GBP3.8572
RUB4.6197
თბილისი 0°-8°
ქუთაისი -1°-9°
ბათუმი 3°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia