www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:22 28.11.2016
„გირჩი“ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
”გირჩი” პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ არ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვაში მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ ”გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში სადაც დეტლურად არის აღწერილი რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებთან ბრძოლის დამკვიდერებულ პრაქტიკას და მოცემულია რეკომენდაციები გაერო-ს წევრი ქვეყნებისადმი თუ როგორ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.

”გირჩი” ითხოვს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, კერძოდ, ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის არსებული სასჯელების გაუქმებას, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის კულტივაციის, შენახვისა და მოხმარების სრულ ლეგალიზაციას (ბაზარზე რეგულირებულ დაშვებას). თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდა საშემოდგომო სესიაზე,“ გირჩი“ აპირებს, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად, ახალი წლის ღამეს პირდაპირ ეთერში დათესოს მარიხუანა. 21 ნოემბერს, ზუსტად ერთი კვირის წინ ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში, სადაც დეტლურად არის აღწერილი რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებთან ბრძოლის დამკვიდერებულ პრაქტიკას და მოცემულია რეკომენდაციები გაერო-ს წევრი ქვეყნებისადმი თუ როგორ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის რეკომენდაციები ერთი ერთში ემთხვევა „გირჩის“ მოთხოვნებს”, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

„ამ მომენტისთვის „გირჩის“ დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა 800-მდე მოხალისე, აქედან 180-ზე მეტი აცხადებს სურვილს სრულფასოვნად ჩაერთოს აქციაში და ახალი წლის ღამეს ჩვენთან ერთად დათესოს მარიხუანა. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - ყურადღება მიაქციონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდეს რაიმე სახის ზეწოლა. დღეს უკვე ცხადია რომ ამ ტალღის შეჩერება არის შეუძლებელი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე, გვსურს ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, არ ვაყენებთ ზიანს არავის, არ ვაპირებთ არსად გადახვეწას და აღარ ვაპირებთ დამალვას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გადაგზავნილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან, რომ ახალ წლამდე მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ არქაულ და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას”, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia