www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:10 29.11.2016
2013 წელს შსს-ს თანამდებობის პირებმა 10 თვეში პრემიის სახით 7 მილიონამდე აიღეს
2013 წელს იანვარი-ოქტომბერში შსს-ს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 880 736 ლარი გაიცა ოქტომბერში. მინისტრის მოადგილეებზე 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია.  ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომლის თანახმად,  პრემიის სახით 10 თვეში ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო - 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი,ლევან იზორიამ - 92 750 ლარი. ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში - 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა - 69 750 ლარი, გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი.  ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია:ალექსანდრე ტაბატაძე (ივლისი) - 22 000 ლარი, ალექსი ბატიაშვილი (მაისი) - 15 750 ლარი, ლევან იზორია - 13 250 ლარი.  როგორც IDFI-ში განმარტავენ, ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდათ, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.  თუმცა, ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად ინფორმაცია სრულყოფილი არ არის.  "აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ,” - ნათქვამია ინფორმაციაში. 
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-10°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia