www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:09 30.11.2016
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბელგიის სამეფოს ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან - მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან: ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროკომისართან კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia