www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:11 01.12.2016
ძალადობრივ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება
პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, ძალადობრივ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. 

“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. ის პირველი და მეორე მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მას დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. 

პროექტით, სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება და ამ მხრივ, კანონის დეფინიცია დაზუსტდება. 

ამასთან, პროექტით ახლებურად განისაზღვრება ძალადობის მუხლი - ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება და შესაბამისად, დაგეგმილია “სისხლის სამართლის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღება, რომელიც ცემისთვის ცალკე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, წამების დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ისეთი გარემოებები ემატება, როგორიცაა - წამება სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების, ან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ანგარებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტით კონკრეტდება “წამების მუქარა“ - წამების მუქარა დანაშაულად ჩაითვლება მაშინ, თუ ის არის რეალური და იმწუთიერი. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელის ზომის გამკაცრებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის. მოქმედი ნორმით, პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით 2-დან 5-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე. კანონპროექტით, ეს ქმედებები დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 7-წლამდე და თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10-წლამდე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2537
EUR3.8267
GBP4.1787
RUB4.285
თბილისი 16°-23°
ქუთაისი 16°-31°
ბათუმი 19°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia