www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:30 19.05.2014
"ამ არაკაცმა ერთხელ სოფოს დახრჩობაც სცადა, მეორედ ფანჯრიდან აგდებდა..."
კვირის პალიტრა

"ამ არაკაცმა ერთხელ სოფოს დახრჩობაც სცადა, მეორედ ფანჯრიდან აგდებდა..."

"სოფო ჩვენი სამსახურის სახე იყო, მოფერებით მონიკა ბელუჩის ვეძახდით... მეზიზღება სოფოს მკვლელი!.."

გასულ კვირას თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ტრაგედია დატრიალდა - 27 წლის სოფო ზურებიანს ყოფილმა მეუღლემ, 32 წლის ალექსანდრე ცოცხალაშვილმა 5 ტყვია დაახალა, მძიმედ დაჭრა სოფოს ძმა, თემზა ზურებიანი. 25 წლის თემზას ორი ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ისევ მძიმე მდგომარეობაშია. ფინანსთა სამინისტროს სპეცრაზმელი ალექსანდრე ცოცხალაშვილი იმავე დღეს დააკავეს...

სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის თანამშრომელი იყო. იმ საბედისწერო დღეს სამსახურიდან საღამოს, 9-ის ნახევარზე გამოვიდა. როგორც ირკვევა, სოფოს მეუღლემ შეხვედრა სთხოვა, ისიც დათანხმდა და ერთმანეთს იუსტიციის სახლთან შეხვდნენ. ალექსანდრე ცოცხალაშვილმა სოფო სახლამდე მიაცილა. ოჯახის წევრების თქმით, ქმარი ცოლს შერიგებას სთხოვდა, სოფო კი კატეგორიულ უარზე იყო. ეს გახდა მათი კონფლიქტის მიზეზიც. სოფოს ქმარი შინ შესვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ სოფომ ძმას დაურეკა და გარეთ გამოსვლა სთხოვა. 

გამოძიების მტკიცებით, ცოლისძმამ ალექსანდრეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ალექსანდრემ გინებას გინებითვე უპასუხა და თემზას სახეში სილა გააწნა. შემდეგ კი ტაბელური იარაღიდან ესროლა. ძმამ დისთვის მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო: "სოფო, გაიქეცი!". ფაქტის თვითმხილველი ჰყვება, რომ სასოწარკვეთილი გოგო დახმარებას ითხოვდა და მშველელს უხმობდა, ახლა მისკენ გაემართა ქმარი. სოფომ გაქცევა სცადა, მაგრამ ქმარი გაეკიდა და რამდენიმე ტყვია დაახალა.

"სროლის ხმაზე გამოვცვივდით და დაჭრილი თემზა შეგვრჩა ხელში. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. თემზა დროდადრო გონს მოდიოდა და სოფო, სოფოო, გაიძახოდა. სოფო სისხლის გუბეში ეგდო. ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა. ტრაგედიის დღეს შინ იყო მამამისიც, ისიც ხმაურზე გამოვარდა და ამ საშინელების თვითმხილველი გახდა", - მითხრა მეზობელმა გოგონამ.

იუსტიციის სახლში მისულს თვალცრემლიანი თანამშრომლები დამხვდნენ.

"იმ დღეს გვიანობამდე შემოვრჩით სამსახურში. სოფომ საღამოს მუსიკა ჩართო, დაღლილები ვიყავით და ჩვენს გამხიარულებას ცდილობდა. სოფო ჩვენი სამსახურის სახე იყო, მოფერებით მონიკა ბელუჩის ვეძახდით. სულ მოღიმარი დადიოდა. ბოლო დროს ვატყობდით, რომ თვალები ჩაუქრა. ეს არ იყო ის ძველი სოფო, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. სულ ანდრია ეკერა პირზე. ბიჭი 5 წლის არის. წელს სკოლაში უნდა შეეყვანა. ძალიან უხაროდა. სულ ამბობდა, არ იცით, როგორი ჭკვიანი შვილი მყავს, როგორც დიდს, ისე ველაპარაკებიო. მეზიზღება სოფოს მკვლელი. რამხელა ბოროტება ყოფილა მასში ჩაბუდებული," - მითხრა სოფოს თანამშრომელმა. 

სოფო და ალექსანდრე 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ ერთად მუხიანში. თებერვალში ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ირკვევა, ზურებიანების ოჯახის პრობლემის შესახებ ნათესავებმაც არ იცოდნენ. თუმცა, რა ხდებოდა სოფოს სულში, ამის გაგება "ფეისბუკის" გვერდიდანაც შეიძლება. სოფოს გვერდზე მწერალ ოტია იოსელიანის სიტყვებს ვკითხულობთ: "ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა. ხანჯლით შუაში გაჩეხილები არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია". 

ერთი თვეა სოფოს დედა ისრაელში წავიდა სამუშაოდ და ამ ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა. 

'"სოფოს დედა განადგურებულია. მოთქვამს, - ჩემი შვილი სულ მეუბნებოდა, მასთან ვერ ვიცხოვრებო, მე კი მათ შერიგებას ვცდილობდი, არ მინდოდა, ოჯახი დაენგრია და ხედავთ, სადამდე მივედითო.

სოფოს ქმარი ძალიან ეჭვიანი ყოფილა. პათოლოგიური სიმთვრალეც ჰქონია, მაგრამ ამას ქალები მალავდნენ. რომ ეთქვათ ნათესავი კაცებისთვის, მოაგვარებდნენ ამ პრობლემას. ახლა ვიგებთ, რომ ბევრჯერ წამოსულა სოფო სახლიდან. ამ არაკაცმა თურმე ერთხელ მისი დახრჩობაც სცადა, მეორედ ფანჯრიდან აგდებდა... ახლა თურმე ამბობს, რომ მათი მოკვლა არ უნდოდა და ძმამ გამოიწვია, უნდა, რომ თავი დააღწიოს სასჯელს. ღმერთს შევთხოვთ, თემზა გადარჩეს, მის გარდა არავინ ჰყავთ მის მშობლებს. სოფოს ბიჭი ანდრია მეზობელთან არის და სულ დედას ეძებს. სამი დღეა ტანზეც არ გაუხდია. ამბობს, დედა მოვა და გამხდისო. არ ვიცი, როგორ ეტყვიან ამას... თურმე სოფოს ქმარი ემუქრებოდა, ან ჩემთან იქნები, ან მოგკლავო და აასრულა კიდეც", - გვითხრა ზურებიანების ნათესავმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ცოცხალაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობა არ სურდა. 

ბრალდებულის ჩვენებიდან: "მე იქ განზრახ მკვლელობის ჩასადენად არ მივსულვარ. ბავშვი მინდოდა მენახა. ვიფიქრე, მაღაზიაში რამეს ვუყიდი, 15 წუთი დავრჩები და წავალ-მეთქი. ამ დროს მომიხდა შელაპარაკება თემზასთან. მისთვის მოსაკლავად არ მისვრია, ასფალტზე ვისროლე და არა დამიზნებით".

ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუკითხავს დაჭრილი თემზა ზურებიანი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბრალდებულს 2 ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia