www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:11 08.12.2016
მთავრობამ გუშინ 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალი აიღო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი კვლავ უფასურდება, ასევე, ფასების ზრდაა მოსალოდნელი იმ საგადასახადო ცვლილებებით რომელსაც პარლამენტი მალე მიიღებს, მთავრობა უხეშად აგრძელებს არასწორ კურსს, არღვევს ბიუჯეტის შესახებ კანონს. მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით.

დღეისათვის, ლიმიტს, რომელიც კანონითაა დადგენილი მთავრობამ 170 მილიონი ლარით გადააჭარბა. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც ნაშთებიდან გაიწევა და მთლიანობაში დაახლოებით 300 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვაა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასების მატებაზე.თუ გავითვალისწინებთ ამ უკანონოდ აღებული შიდა ვალს - 170 მილიონ ლარს, ვნახავთ, რომ შემოსავლების მობილიზება დარჩენილ პერიოდში უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარი. რაც წარმოუდგენილია. რომც შემოვიდეს ეს თანდა დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ეკონომიკაში და მიმოქცევაში ბუნებრივია ასე სწრაფად ვერ გავა.

ამას ემატება ისიც, რომ კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხის სახით. ეს ერთი მილიარდით მეტია, ვიდრე ზაფხულის დასაწყისში იყო. რეფინანსირების სესხებს აქვს თავისი დადებითი ეფექტი, რაც ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება. თუმცა, როგორც ჩანს ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან გუშინ სახაზინო ვალდებულებებზე (52 მილიონ ლარზე) განაცხადი შეიტანეს, ანუ მზად იყვნენ მთავრობა დაეფინანსებინათ ამ თანხით.

მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ვალი, რომელიც კომერციული ბანკებიდანაა აღებული მილიარდ-ნახევრით გაიზარდა, ხოლო სახაზინო ვალდებულებებიდან ემიტირებულმა თანხებმა 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა." განაცხადა გოცირიძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 4°-14°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 6°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia