www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:00 12.12.2016
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია - სისტემა რომ არ აფეთქდეს, პროგრამას 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება
დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია - სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება- აცხადებს "ენმ"-ს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, წლის ბოლომდე 40 მლნ ლარის დამატებითაც კი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს:

“პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდა პირდაპირ აისახება ჯანდაცვაზე გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ 39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. იგივე ტენდენცია აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება. ივანიშვილის მთავრობა აპირებს, შექმნილ კრიზისს იმგვარი არასისტემური ნაბიჯებით უპასუხოს, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. ისინი უარს ამბობენ საყოველთაობაზე, მაგრამ ისე, რომ სადაზღვევო სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც მოყვება ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების კიდევ უფრო გაძვირება. ფინანსური პრობლემები შეექმნება საავადმყოფოების ნაწილსაც. ვიდრე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები არ დაბრუნდებიან, ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia