www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:06 12.12.2016
გახდი თოვლის ბაბუა!

მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.

მაგრამ, სამწუხაროდ ყველა პატარა ვერ მიიღებს საახალწლო სიურპრიზს... მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მშობლებს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ, რა აჭამონ და როგორ გაათბონ პატარები, საჩუქრების ყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამიტომ ახალი წელი, მათი შვილებისთვის ისეთივე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული დღეა, როგორც წელიწადის სხვა დანარჩენი დღეები. საჩუქრებს, სადღესასწაულო სუფრებს და ტკბილეულს, მხოლოდ მეზობლებთან ან მეგობრებთან ნახავენ...

საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ თქვენი დახმარებით უამრავ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პატარას სანუკვარი ოცნება აუსრულა!

წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა ბავშვევბმა  საახალწლოდ თოვლის ბაბუას თავიანთი სურველები დაუხატეს. ზოგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს, ზოგს ფუმფულა სათამაშო უნდა, ზოგი კი ლამაზ თოჯინას ნატრობს!

ვაჩუქოთ ბავშვებს მომავლის იმედი და დავარწმუნოთ ისინი, რომ სასწაულები შეიძლება მათ ცხოვრებაშიც მოხდეს!

თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო პროექტში „გახდი თოვლის ბაბუა“ შეგიძლიათ სათამაშოები მოიტანოთ ჩვენს ოფისში (თბილისი, ვაზისუბნის ქ. 36) ან გადმორიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: საახალწლო საჩუქრები).

საჩუქრების გადაცემის ამსახველ დაწვრილებით ფოტომასალას და ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ჩვენი ფონდის ვებ–გვერდზე და ფეისბუქზე.

ერთად ვაკეთოთ სიკეთე წელიწადის ყველაზე არაჩვეულებრივ დროს!

 

 ნინო, 8 წლის.

ნინო უკვე დიდი გოგონაა, მაგრამ თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯერა. საახალწლოდ ოცნებობს ლამაზ პრინცესაზე.

 დათო, 7 წლის.

დათო საახალწლოდ მანქანაზე ოცნებობს, ხოლო თავისი პატარა დაიკოსთვის ფუმფულა სათამაშო გვთხოვა.

  მაია, 6 წლის.

მაიას არასოდეს ჰქონია ახალი სათამაშოები, ამიტომ საახალწლოდ ფუმფულა ფისუნიაზე ოცნებობს.

 თორნიკე, 10 წლის.

თორნიკე ლამაზად ხატავს. ოცნებობს ფანქრებზე და საღებავებზე, რომ ფერადი ნახატებით თავისი ოთახის კედლები მორთოს!

 ლუკა, 6 წლის.

ლუკა ნახატიან წიგნებზე ოცნებობს.  კითხვისას ის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობს!

 მარი, 5 წლის.

მარი ჯერ ლამაზად ვერ ხატავს, მას ლამაზი თოჯინა უნდა გრძელი თმებით.

 თეკლა, 8 წლის.

თეკლა და მისი 4 და თოჯინების სახლზე ოცნებობენ. მათ იციან, რომ თოვლის ბაბუასთვის შეუძლებელი არაფერია.

 ცოტნე, 6 წლის.

ცოტნეს ძალიან მოსწონს დიდი გემები და კაპიტნობაზე ოცნებობს. ჩვენ შეგვიძლია მისი ოცნება ავასრულოთ და მას სათამაშო გემი ვაჩუქოთ!

  ნანა, 7 წლის.

ნანა ოცნებობს ლამაზ თოჯინაზე, ისეთზე როგორიც მის მეგობრებს ჰყავთ.

  ქეთი, 4 წლის.

ქეთი ჯერ ვერ ხატავს, მას უფროსი დაიკო სალომე დაეხმარა. ისინი ფუმფულა სათამაშოებზე ოცნებობენ, რომლებსაც ჩაეხუტებიან და თბილად დაიძინებენ!

 გიორგი, 8 წლის.

გიორგიმ კარგად იცის რა არის სიცივე, ამიტომ ლამაზ, თბილ საბანზე ოცნებობს.

 შორენა, 10 წლის.

შორენა ოცნებობს საახალწლოდ ბევრი ტკბილეული მიიღოს, რომ მას და მის და–ძმას დიდხანს ეყოს!

  

Стань Дедом Морозом!

 

Скоро настанет Новый год – к этому празднику все малыши хотят получить подарки, о котором они мечтали!

Но, к сожалению, не все детки дождутся новогоднего сюрприза… В многодетных социально незащищённых семьях родители озабочены в первую очередь тем, чтобы накормить и обогреть своих детей, а о лишних тратах на подарки они даже и не думают! И Новый год для их детворы такой же обычный день, как и все остальные… Подарки и вкусные угощения эти обездоленные малыши увидят лишь у соседей и знакомых!

Но вот уже несколько лет подряд Благотворительный Фонд «Социальное Партнёрство» с Вашей помощью исполняет самые сокровенные желания обделённых ребятишек!

Бедные малыши, которых мы опекаем, нарисовали Деду Морозу, что они мечтают получить в подарок на Новый год! А желания у них совсем простые: кто-то хочет машинку, кто-то мягкую игрушку, а кто-то мечтает о красивой кукле.

Давайте вместе подарим этим несчастным деткам надежду и веру в чудеса! Пусть они знают, что в канун Нового года все желания могут сбыться!

Если Вы хотите принять участие в проекте «Стань Дедом Морозом», то привезите, пожалуйста, игрушки к нам в офис (Тбилиси, ул. Вазисубани, 36) или зачислите деньги на счёт Фонда GE15TB7194336080100003 (Назначение: Новогодние подарки).

Подробный фотоотчёт о передаче подарков обездоленным детям мы опубликуем на своём сайте и на странице в Фейсбук.

Давайте вместе делать добрые дела в самое чудесное время года!

ნინო, 8 წლის.
დათო, 7 წლის.
მაია, 6 წლის.
ლუკა, 6 წლის.
მარი, 5 წლის.
თეკლა, 8 წლის.
ცოტნე, 6 წლის.
ნანა, 7 წლის.
ქეთი, 4 წლის.
გიორგი, 8 წლის.
შორენა, 10 წლის.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი