www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:21 13.12.2016
ნიკა ჩერქეზიშვილი: არ მინდა ჩემს ქალიშვილს ვუთხრა, მოფარებულში ჭამე სხვამ არ დაგინახოს-მეთქი

"ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ბავშვია, ძალიან ბევრი ოჯახია. ჩემი სახლის გვერდით არის ჯიხური სადაც ადამიანები 100 გრამ შაქარს ყიდულობენ და ბევრჯერ დამინახავს ეს ჩემი თვალით. ის ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ 100 გრამ შაქარს რომ ყიდულობენ, 2 კარტოფილს და 1 სტაფილოს ოჯახი გამსაკვებად", - ამის შესახებ ახალგაზრდა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" განაცხადა. 

ჩერქეზიშვილი მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და თავის 6 წლის ქალიშვილ თეკლაზე ისტორიას ყვება.

"მინდა ამას მთელმა ქვეყანამ მიაქციოს ყურადღება, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანს არაფერი არ აქვს. მე რეალურად გამოსული ვარ გარეთ იდეის გამო და ვიცავ ჩემს ღირსებას, მაგრამ ჩემი მთავარი იდეა არის ჩემი 6 წლის ქალიშვილი თელკა, მე მისი ბედნიერების ფასი არაფერი არ მიღირს, არც ქუჩაში დგომა არ მიღირს და არც არაფერი. 

რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი ფაქტი სახლისკენ, რომ მოვდიოდით მითხრა მამიკო სოსისი მიყიდეო, ფული არ მქონდა საკმარისი, რომ მეყიდა იმდენი სოსისი, რომ ჩემი ძმის შვილსაც ყოფნოდა, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობს. ერთი წამით გავიფიქრე, რომ 4 ცალს ვიყიდი და თეკლას ვეტყვი, რომ მოდი მამიკო ჩვენთან ჭამე, რომ ჩემი ძმის შვილს მარიამსაც არ მოუნდეს. ეს გავიფიქრე ერთი წამით და ისე შემზარა, ჩემს თავში უკვე ისეთი ადამიანი იღვიძებს, რომელსაც შეუძლია ასეთი რამე გაიფიქროს. ეს სოსისი რომ შევწვი საბოლოოდ ისე მოხერხდა რომ ორივეს ყოფნოდა. როგორც კი შევწვი ჩემმა გოგონამ მოკიდა ამ თეფს ხელი და მთხოვა წავალ და მარიამთან შევჭამო. 

ბავშვს უდევს, რომ გაუნაწილოს ყველაზე საყვარელ ადამიანს. მე უნდა ვასწავლო მას, რომ ეს სოსისი ჭამოს მოფარებულში, რადგან არ არის იმდენი რომ ორივემ ჭამოს. სამსახურიდან განთავისუფლება არ არის მხოლოდ ის რომ სამსახურიდან გაათავისუფლო, ამით რამხელა ტკივილს აყენებ, რა მდგომარეობაში აყენებ ხომ უნდა დაფიქრდე. ამ სოციალურად დამძიმებული ფონის გამო ოჯახები ინგრევა, ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და გავახილოთ თვალები, რომ ადამიანებს უჭირს ქვეყანაში. იმედია ბრძოლაში მოსახლეობა დამიდგება გვერდით, რაღაცნაირად ერთად ხელისუფლებაც მოსახლეობაც მოუვლით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს ისე, რომ არ მოგვიწიოს ჩვენი შვილებისთვის იმის თქმა, რომ მოდი ფარდის უკან ჭამე სხვამ რომ არ დაგინახოს. ხანდაზმულ ადამიანებად არ უნდა ვაქციოთ 6 და 7 წლის ბავშვები", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა. 

ნიკა ჩერქეზაშვილი უკვე მესამე დღეა კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia