www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:49 15.12.2016
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნერივი აირის მომხმარებლებს მიმართავს
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნერივი აირის მომხმარებლებს მიმართავს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, მომხმარებლებმა უკვე ჩართეს სხვადსახვა ტიპის გამათბობლები და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი სათანადოდ შემოწმებული არ არის და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით.

”ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები. კერძოდ, ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით, გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არჩევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და ხელსაწყოები, რომლებსაც წვის დახურული კამერა აქვთ. შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყოვნებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114, ასევე ცხელ ხაზზე 2 40 40 04”, - განაცხადა ლეფსვერიძემ. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები ამოწმებენ ყველა ოჯახს, ყველა ოჯახში დაყენებულ გაზის დანადგარებს. ეს შემოწმება ყოველწლიურად ტარდება გეგმიურად და კომპანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, შეუფერხებლად დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინებში. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შემოწმებულია აბონენტთა 70%. რაც შეეხება გუშინ ღამით მომხდარ შემთხვევას, ლეფსვერიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა პიროვნების გარდაცვალება გაზის გაჟონვამ. 

”შსს-მ დაიწყო გამოძიება. მომხდარში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ შსს-ს თხოვნით, რათა ჩაეხსნათ წყლის გამათბობელი. ამ ეტაპზე გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შევიკავებ. ჯერ მხოლოდ 12 საათი გავიდა. დაველოდოთ გამოძიებას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა შემოწმებული აღნიშნული ბინა ჩვენი წარმომადგენლების მიერ, აღნიშნულის შესახებ დოკუმენტაციას ვიძიებთ”, - აღნიშნა მთავარმა ინჟინერმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia