www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:35 19.12.2016
"თუ ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, ირაკლი ღარიბაშვილს, მანანა ბერიკაშვილს და ეკა ბესელიას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით"
თუ ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს და მანანა ბერიკაშვილს რაფალიანცის მკვლელობის ბრალდებისთვის, ასევე ეკა ბესელიას სანდრა რულოვსისთვის ორგანოებით ვაჭრობის დაბრალებისთვის სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ცილისწამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყენება არის საბჭოთა წარსულში დაბრუნება. 

”სიტყვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი სიტყვის გამო მიცემული იყოს პასუხისგებაში, თუ ეს არ წარმოშობს მყისიერ საფრთხეს ძალადობის და შუღლის გაღვივების. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ”ქართულ ოცნებაში” მრავლად არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც თავისი აზროვნებით სწორედ საბჭოთა წარსულში არიან”, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, განიხილოს „საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანი შესახებ“. აღნიშნული ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადობას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia