www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:48 19.12.2016
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ. ვიღაცას უნდა მეტი ძალაუფლება, რაც კარიერულ წინსვლასთან ერთად მოდის. იმისათვის, რომ გარკვეულწილად განვახორციელოთ ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები, დაგვეხმარება 2017 წლის კარიერის ჰოროსკოპი. ჩვენი პროგნოზების მიხედვით კი შეეცადეთ შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის, ასევე დაგეგმეთ ძირითადი საქმეები, რომელსაც დამდეგ წელს აპირებთ... 

ვერძი

იმისათვის, რომ დაგაწინაურონ, აჩვენოთ ყველას თქვენი პერსონის მნიშვნელობა, საჭიროა სამართლიანად მიუდგეთ კოლეგების, პარტნიორებისა და მეგობრების თხოვნებს. თუ თქვენ იქნებით ყურადღებიანი და გულკეთილი მათ მიმართ, შეძლებთ მიიღოთ ლომის წილი მათი ტივისცემისა, რაც შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საფუძველი. 

კურო

თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ იქნება ხელმისაწვდომი, ყველას თავისი პირადი საქმეები აქვს, ამიტომ ნუ მოსთხოვთ მათ დიდ ყურადღებას თქვენი პერსონის მიმართ. აჯობებს საქმეებს მარტომ გაართვათ თავი. წლის პირველ ნახევარში წარმატება თქვენ მხარეს იქნება. 

ტყუპი

იყავით რეალისტები თქვენთვის ამ არცთუ ისე მარტივ ცეცხლოვანი მამლის წელს. 2017 წლის პირველ ნახევარში ტყუპს შეიძლება დაგჭირდეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ზაფხულის დასაწყისიდან კი უკვე შეგიძლიათ ყური დაუგდოთ თქვენი მეგობრებისა და კოლეგების რჩევებს.

კირჩხიბი

ასტროლოგები ამბობენ, რომ, კიბორჩხალებისთვის დადგა გრანდიოზული გეგმების ასრულების დრო. თქვენს დახმარებასა და გვერდში დგომას რთულ სიტუაციებში შეძლებენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები. იმისათვის, რომ მეტი წარმატებები გქონდეთ, ეცადეთ გააბათ ნაცნობობა რაც შეიძლება მეტ საქმიან ადამიანთან. 

ლომი

ვარსკვლავების ენერგეტიკამ თქვენ შეიძლება ძალიან თვითდარწმუნებულ ადამიანად გაქციოთ. იმისათვის, რომ ამ გარემოებამ ცუდად არ იმოქმედოს თქვენს იღბალზე, კარიერის ჰოროსკოპის რეკომენდაცია ასეთია: ხშირად მოუსმინეთ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ახლობლების რჩებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, ტყუილუბრალოდ არ გარისკოთ...

ქალწული

კარიერის ჰოროსკოპის თანახმად, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის უკეთესია არ მისცენ არავის ცრუ დაპირებები, თუ არადა სამუდამოდ უნდა დაივიწყონ კარიერული წისვლა. დაპირდით ყველას ის, რისი გაკეთებაც ასი პროცენტით შეგიძლიათ.

სასწორი

წლის დასაწყისში იყავით რეალისტები, ბოლოს კი ნოემბერ-დეკემბერში შეეცადეთ შეიტანოთ თქვენს მსოფლმხედველობაში მეტი ოპტიმიზმი. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გამარჯვების სიხარულმა 2017 წლის პირველ ნახევარში, შეიძლება გონება დაგიბინდოთ. ამიტომაც უნდა შეაფასოთ შანსები და რისკები ობიექტურად. 

მორიელი

კარიერის ჰოროსკოპის თანახმად მორიელებმა სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერი სარისკო ღონისძიებისგან. იმ შემთხვევაშიც კი თუ გიმტკიცებენ, რომ რისკი ნულის ტოლიაო, ამას ნუ დაიჯერებთ! ყველა წაგება ან დაუფიქრებელი მოქმედება აუცილებლად მოიტანს არასასურველ შედეგს.

მშვილდოსანი

ეცადეთ ითანამშრომლოთ და დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც მაღალი თანამდებობები უკავიათ, დაიმსახურეთ მათი ნდობა არა სიტყვებით, არამედ საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერული წინსვლისა და გამარჯვების შანსები გაცილებით ნაკლები გექნებათ. 

თხის რქა

ბედის საჩუქრებს წლის დასაწყისში ნუ დაელოდებით, კარიერის ჰოროსკოპის თანახმად თქვენთვის პროდუქტიული იქნება 2017 წლის ბოლო და ბოლოს წინა თვეები. სასურველია, მამლის წელი დაიწყოთ მეტი სერიოზულობით. მხოლოდ შრომა და შეუპოვრობა გაგიკვალავთ გზას.

მერწყული

ეს წელი თქვენთვის და თქვენი კარიერული წინსვლისათვის საკმაოდ დადებითი იქნება. ეს რომ ნამდვილად ასე მოხდეს, ფრთხილად შეარჩიეთ ყველა მიდგომა, დასაშვებია ნებისმიერი ზომიერი რისკი.

თევზები

ერთმანეთს შეუთანხმეთ სიფრთხილე და გამბედაობა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვარსკვლავებს უნდათ, რომ თევზები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, სამყარო გიგზავნით იღბალს, აუცილებლად უნდა იპოვოთ ის და ზომიერი სიფრთხილეც გამოიჩინოთ უკვე დაწყებული პროექტების განხორციელებისას. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 1°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 11°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia