www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:05 20.12.2016
გიორგი კვირიკაშვილი - მკაცრად ვგმობ თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს
საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.


როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, პირისპირ შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.


საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა, მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით. 

მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. 

პრემიერ-მინისტრების შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში.


როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსაც დაეთმო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia