www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:42 21.12.2016
კახიძე სააკაშვილს: მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2013 წელს, ექსპრეზიდენტის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აქვეყნებს.

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ამ ტრიბუნიდან თქმულა.

სიტყვა ეკუთვნის ადამიანს, ვინც უპერსპექტივო, ჩამოშლილი, კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ გამოხრული ქვეყანა ჩაიბარა და 9 წელიწადში გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციონალურ სახელმწიფოდ.

სრულიად წარმოუდგენელი მიღწევები დადო. მაშინდელი გადმოსახედიდან ხომ სიგიჟე იყო ასეთი პროგრესი და დღესაც დავრწმუნდით, თურმე რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას.

ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილია, რომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია პოლიტიკური დევნის გამო. საქართველოდან წასულმა კიევის მაიდანში მიიღო მონაწილეობა, იქაურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დღეს უკრაინელი ხალხის მთავარი იმედია კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ევროპარლამენტში, ხოლო შემდეგ აშშ სენატში პატივით უმასპინძლეს. ინტერპოლმა ოფიციალური წერილით შეარცხვინა ივანიშვილის პროკურატურა, როცა უარი უთხრა მის ძებნილად გამოცხადებაზე.

მართლა ღიმილის მომგვრელია, როცა ამ მასშტაბის პოლიტიკოსზე ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ვაკანტური, ცარიელი სკამის შენახვაზე ყოფილა დამოკიდებული მისი ავტორიტეტი და ლიდერობა.

საწყენია, როცა უპერსპექტივო პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, რომ მას ტვინი აუმღვრიონ და თანამებრძოლების, საბოლოო ჯამში კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართონ მისი ენერგია და რესურსი.

დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ დონის პოლიტიკოსი დაკავებული იყოს წვრილმანი პარტიული კინკლაობით, ჩართული იყოს გაურკვეველ ინტრიგებსა და უმიზნო დაპირისპირებაში, რომელიც ნამდვილად არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაეყრდნობით მათ, ვინც თქვენ ყველა მოსაზრებას უპირობოდ დაეთანხმება. პირიქით, მხარი დაუჭირეთ და თქვენი ავტორიტეტით გააძლიერეთ სწორედ ისინი, ვინც არ გერიდებათ, გეკამათებათ და იდეების კრიტიკულ ფილტრში გატარების შემდეგ მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე.

მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, წერტილს დავუსვამდი თქვენივე დაფუძნებულ პარტიაში მიმდინარე ამ გაუგებარ დაპირისპირებას, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას, გავუწვდიდი შერიგების ხელს თანამებრძოლებს და საკუთარ რესურსს საერთო წარმატებას მოვახმარდი.

ასე მოიქცეოდა ისეთი ლიდერი, როგორიც არის მიშა ჩემს წარმოდგენაში.

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და წარმატებას." წერს კახიძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7945
EUR3.1838
GBP3.5613
RUB4.4436
თბილისი 19°-37°
ქუთაისი 22°-31°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia