www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:23 23.12.2016
"იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან" - "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი

სემეკმა 9 ჰიდრო ელექტროსადგურს წარმოების ტარიფები შეამცირა. კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფის ზრდა მხოლოდ ერთ ჰიდროელექტროსადგურს შეეხო. კერძოდ, კომისიამ განიხილა კომპანია ენერგო პროს კუთვნილი 9 სადგურის და ზაჰესის განაცხადები. 

სემეკის წარმომადგენლის გოჩა შონიას განმარტებით, ტარიფის შემცირება გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდამ განაპირობა. გოჩა შონიას თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, თუმცა ელექტროკომპანიებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.  

„ტარიფები ხან შემცირდება ხან გაიზრდება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ინვესტიციებს და რა სახის ხარჯებს განახორციელებს კომპანია თავის საქმიანობაში. თუ არ განახორციელებს ინვესტიციებს, თუ ის შეამცირებს ხარჯებს, თავისთავად ტარიფები შემცირდება,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორისთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია მოუწევს თუ არა კომპანიას სამომხმარებლო ტარიფის ზრდა.  

მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობას გაზრდილი ტარიფისგან მხოლოდ იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება გადაარჩენს.

„მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კრედიტების კომპენსირება ტარიფის მიერ. ჩვენ გაგვიძვირდა რა თქმა უნდა, ვალუტაში მოზიდული კრედიტების მომსახურება, თუმცა ამის კომპენსირება არ ხდება ტარიფით. ამან გამოიწვია პირიქით შემცირება 11-დან 10 სადგურზე და ერთზე მოხდა მხოლოდ ზრდა.

"ის იაფი ენერგია, რაც კიდევ უფრო გაიაფდა, რის გენერირებასაც წარმატებით ახდენს კომპანია და მათ შორის, 10 წლის რეკორდი მოვხსენით დღეს, მეტად მნიშვნელოვანია. მხოლოდ ეს ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს მკვეთრი ზრდისგან. რადგან შესყიდვაში 40% უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას და ვფიქრობთ, მთავარი წარმატება ეს არის. მთავარია შევინარჩუნოთ მაღალი გამომუშავება და ამით ვეხმარებით აბონენტს, რომ არ გაიზარდოს მკვეთრად ტარიფი. ჩვენი 2 თეთრიანი ელექტროენერგია უპირისპირდება 14-15 თეთრიან იმპორტირებულ ელექტროენერგიას,“-განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8895
EUR3.2045
GBP3.7748
RUB4.6576
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 1°-5°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia