www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:58 26.12.2016
გაგნიძეების მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს  გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.

ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი გოგიტა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ფიზიკურად ვეღარ შრომობს, არ შეუძლია ოჯახის რჩენა და ბავშვების გამოკვება. ჯანმრთელობის გაუარესებამდე იგი ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხან მტვირთავად, ახლა კი, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.

სოციალური დახმარება ძალიან მცირეა და ოჯახის თითო წევრზე დაახლოებით დღეში 3 ლარი გამოდის... ეს თანხა საკვებში, წამლებში და კომუნალურ გადასახადებში უნდა ეყოთ! ამის წარმოდგენაც კი ძნელია!

ელექტროენერგიის დავალიანების გამო, მათ რამდენიმე კვირა დენიც კი არ აქვთ და პატარებს სანთლის მბჟუტავ შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება.

საკვები დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ, მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პირველადი საჭიროების პროდუქტების ყიდვა, ხოლო ბავშვები საახალწლოდ ტკბილეულით რომ გაახარონ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ოთახი, რომლშიც ოჯახი იმყოფება, საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ჭერიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია, ზოგიერთ ფანჯარაში შუშებიც კი არ არის. მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, ბავშვები კარგად აღზრდილები, ჭკვიანები და ზრდილობიანები არიან.

უფროსი ნიკას ოცნება კულინარიულ სასწავლებელში სწავლაა, მას უნდა რომ მზარეული გამოვიდეს და გემრიელი საჭმელი მოუმზადოს პატარა და–ძმას.

გაბრიელი 12 წლისაა, კარგად ცურავს და უნდა რომ მაშველი გახდეს.

11 წლის მარიამი კარგად სწავლობს, ძალიან უყვარს ისტორიული რომანების კითხვა და უნდა რომ მასწავლებელი გახდეს. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია!

7 წლის ლუკა და 6 წლის საბა ფეხბურთელობაზე ოცნებობენ. როცა გაიზრდებიან საქართველო უნდა ასახელონ.

ყველაზე პატარა ბარბარე, თოჯინა ბარბიზე ოცნებობს, და კიდევ მისი ყველაზე დიდი ნატვრაა დაბადების დღისთვის, 30 დეკებერს ლამაზი ტორტი რომ ჰქონდეს. მას არასოდეს ჩაუქვრია ტორტზე სანთლები და არასოდეს ჩაუფიქრებია სურვილი დაბადების დღეზე...

გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ოჯახის კრიზისიდან გამოყვანას. მათ ამჟამად ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროებათ.

გთხოვთ, წინასაახალწლოდ გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაეხმარეთ პატარებს. მათ ხომ არავინ აჩუქებს საახალწლო საჩუქარს, ვერავინ აასრულებს მათ ოცნებებს ჩვენს გარდა! ამ ბავშვებს საახალწლო სურვილიც კი მხოლოდ ერთი აქვთ, თოვლის ბაბუას სთხოვენ, რომ მათ ოჯახში პროდუქტები მოიტანოს... სხვას არაფერს!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას გაგნიძეების ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი დახმარებაც კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: გაგნიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/169/

ამ სადღესასწაულო დღეებში არ დარჩეთ გულგრილი ამ ბავშვების მიმართ და გაკეთებული სიკეთე თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნდება!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia