www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:15 27.12.2016
პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს
საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის არაპირდაპირი უნდა იყოს. ხმალაძის თქმით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს არა 2018 წლის, არამედ ამის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხოლო 2018 წელს არჩევნების პირდაპირი წესი ძალაში უნდა დარჩეს:

”მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის სისტემა და ეს არჩევნები უნდა იყოს არაპირდაპირი. ოღონდ, პრეზიდენტი უნდა აირჩიოს არა პარლამენტმა, არამედ ამრჩევთა კოლეგიამ. არაპირდაპირი არჩევნები პრეზიდენტის არის საპარლამენტო რესპუბლიკების უდიდეს ნაწილში. პირდაპირი არჩევნები არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. იმ მოდელს, რომელიც მიმაჩნია ყველაზე უფრო სწორად, იყენებენ გერმანიასა და იტალიაში. იქ ამრჩევთა კოლეგია შედგება პარლამენტის წევრებისგან და ტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეული დელეგატებისგან. ჩვენ შემთხვევაში - 150 პარლამენტის წევრი და 150 დელეგატი. რადგან ჩვენ მსხვილი ტერიტორიული ორგანოები არ გვაქვს და გვაქვს საკრებულოები, ეს შეიძლება გაკეთდეს ასე: მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ აირჩიოს დელეგატები, რაც კვოტით ეკუთვნით. მაგალითად, კახეთის საკრებულოებმა, თბილისის საკრებულომ, შიდა ქართლის საკრებულოებმა, იმერეთის საკრებულოებმა და ა.შ. ანუ ერთად შეიკრიბონ და აირჩიონ დელეგატები იმის პროპორციულად როგორც ამ საკრებულოებში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები. რატომ არის ეს ხერხი უფრო რაციონალური? ჯერ ერთი, ერთ პოლიტიკურ ძალაზე არ იქნება დამოკიდებული პრეზიდენტის არჩევაც და მთავრობის ფორმირებაც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებს შორის და როგორც წესი, ამომრჩევლის განწყობა პარლამენტის არჩევნების შემდეგ ცვლას იწყებს სადღაც ერთი წლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს ცვლილებები განწყობებში აისახოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში”, - განაცხადა ხმალაძემ

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი