სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასჯელი გაუნახევრდა.
ეს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლომ მიიღო. უგულავას ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების არკვეთა ჰქონდა მისჯილი. ყოფილი მერი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მან თავის დასკვნიტი სიტყვა ორი დღის წინ გამართულ პროცესზე წარმოთქვა.
"თბილსერვის ჯგუფუფის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ.
ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა,
თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.