www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:31 23.01.2017
ბატიაშვილების ოჯახის სულისშემძვრელი ტრაგედია!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ბატიაშვილების ოჯახის მძიმე ისტორიას გაგაცნობთ.

5 წლის წინ ტყუპების დაბადებით გამოწვეული ორმაგი სიხარული, ორმაგ დარდად იქცა... დედა ესენია, მამა იგორი, და–ძმა ირინა და არჩილი მოუთმენლად ელოდნენ ტყუპების დაბადებას და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ ბედნიერ ცხოვრებას რამე შეცვლიდა!

ნიკოლოზი და ანასტასია დღენაკლულნი დაიბადნენ, პატარები რეანიმაციაში დააწვინეს, ექიმებმა ბავშვებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კი შეძლეს, მაგრამ სამწუხაროდ პატარებს  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ანასტასიას ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი) განუვითარდა. გოგონა ვერაფერს ხედავს, საწოლსაა მიჯაჭვული და ჭამაც კი უჭირს.

ნიკოლოზს  კიდურების დამბლა აქვს და ვერ დადის. ის ან ცოცვით ან ეტლით გადაადგილდება.

„ეს საშინელებაა, როდესაც უყურებ, როგორ იტანჯებიან შენი შვილები და მათ დასახმარებლად ვერაფერს აკეთებ. არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ ასეთი რამ გამოსცადოს. ანასტასია ვერ ხედავს და ვერ ლაპარაკობს, მას იმის თქმაც კი არ შეუძლია რა აწუხებს, ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით რატომ ტირის“ – გვიყვება ესენია და ცრემლებს ძლივს იკავებს. – „ნიკა ყოჩაღი ბიჭი გვყავს, ძალიან უყვარს სიახლეები. კითხულობს, წერს, ხატავს და ჭადრაკის თამაშსაც ცდილობს. ოცნებობს რომ სიარული ისწავლოს და ბავშვებთან ერთად ეზოში ითამაშოს“

დედიკო ანასტასიას ერთი წუთითაც ვერ ტოვებს, მაგრამ თუ სახლიდან გასვლა მაინც უწევს, დაიკოზე უფროსი ბავშვები ზრუნავენ. პატარა ნიკასაც კი შეუძლია საათობით იჯდეს მის გვერდით და გაართოს დაიკო.

ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, შემწეობა და ის მცირედი, რასაც ოჯახის უფროსი ბატონი იგორი მძიმე ფიზიკური შრომით შოულობს, წამლების შესაძენადაც ძლივს ჰყოფნით. ხოლო სხვა საშუალება ოჯახს არ გააჩნია, პატარების მკურნალობაში მათ უკვე კარგახანია ყველანაირი რესურსი ამოწურეს და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები.

მოგიწოდებთ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამ ოჯახს. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური ფაფები ანასტასიასთვის) მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანასტასია ბატიაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/173/

შვილების ჯანმრთელობისთვის მებრძოლი მშობლების მხარდაჭერა – ეს კეთილშობილური საქციელია. ერთად შევძლებთ რომ პატარა, უმწეო ბავშვების ცხოვრება ცოტა მაინც შევამსუბუქოთ!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-31°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 21°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia