www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:53 23.01.2017
„ნაცმოძრაობა“ საელჩოებს მიმართავს, გამოიყენონ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერვაძის მხარდასაჭერად გარკვეულ ღონისძიებებს იწყებს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ დღეს პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული შურისძიება მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტი ხელისუფლების ხელით. 

”ცხადია, რომ სახეზეა სახელმწიფოს ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როცა ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება ქართველ მებრძოლებს პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით. ”ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენ ვუცხადებთ სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს. თუკი უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, დავეხმაროთ სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა, როგორც მისი წამების საფრთხე, ასევე სიცოცხლის მოსპობის. მივმართავ, საქართველოს პროკურატურას, აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში. ჩვენ დავიწყებთ მასიურ და მასობრივ აქციებს სახელმწიფო უწყებებთან, ვიქნებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები, რომელმაც უნდა შეისწავლოს ჩვენი მებრძოლების, პატრიოტების შესახებ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ საკითხი. მსგავსი ფაქტი არა ერთი დაფიქსირებულა”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia