www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:55 24.01.2017
ადვოკატი - რუსეთში გია ცერცვაძეს ელის წამება
ვფიქრობთ, მოვახერხებთ გიას ექსტრადაციის თავიდან აცილებას. ის არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რა მტკიცებულება აქვს რუსეთს. ადვოკატი ეჭვობს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე არ გააფრთხილეს.

„ვფიქრობთ, მოვახერხებთ მისი ექსტრადაციის თავიდან აცილებას. გია არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით,“ - აღნიშნა ქსენია პროკონოვამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კიევის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. დღეს გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს მის საქმეზე კიევის სააპელაციო სასამართლო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia